საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი: ცენტრალური ბანკების 90% CBDC-ს იკვლევს

0
868

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალი ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის გამოშვების საკითხს განიხილავს.

BIS-ის მონეტარული და ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით გამოკითხული 81 ცენტრალური ბანკებიდან 90% CBDC-ის კვლევაში გარკვეული ფორმით არის ჩართული.

26% საპოლოტე CBDC-ებზე მუშაობს.

60% კი ცდილობს ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული ექსპერიმენტების ჩატარების ან კონცეფციის დადასტურებაზე ნებართვის აღებას.

BIS-ის თანახმად, CBDC-ების ირგვლივ ინტერესის ზრდა, დაახლოებით 83%-ით გაიზარდა 2020 წლის შემდეგ, რაც გარკვეულწილად გამოწვეული იყო ამ პერიოდში მიღებული გლობალური ციფრული გადაწყვეტილებებით, რაც თავის მხრივ COVID-19 პანდემიის ფონზე მიმდინარეობდა.

”გლობალურად, ცენტრალური ბანკების ორ მესამედზე მეტი მიიჩნევს, რომ ისინი სავარაუდოდ გამოუშვებენ საცალო CBDC-ს მოკლე ან საშუალოვადიან პერიოდში. CBDC-ებზე მუშაობა სულ უფრო მეტად არის განპირობებული მიზეზებით, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსსასაზღვრო გადახდების ეფექტურობასთან”,- აღნიშნულია საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი