როგორც ცნობილი გახდა, 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს ჩინეთის ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტაში უფრო მეტი ტრანზაქცია განხორციელდა, ვიდრე Visa-ს მეშვეობით.
Wall Street Journal-ის ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ ციფრული იუანით ტრანზაქციები Visa-ს მნიშვნელოვნად აღემატებოდა.
აღსანიშნავია, რომ ციფრული იუანის სატესტო პროექტი ძირითადად ჟურნალისტებისთვის და პერსონალისათვის იყო ხელმისაწვდომი.
ასევე შესაძლებელი იყო ნაღდი ფულის e-CNY-ში გადაცვლა და პირიქით, რადგან მთავრობამ კრიპტო ბანკომატებიც უხვად დაამონტაჟა ოლიმპიადის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2021 წლის შემოდგომაზე გახდა ცნობილი, რომ ჩინეთი 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ქვეყნის სტუმრებს სტაბილკოინის გამოყენებას შესთავაზებდა.
ამასთანავე, ჩინეთის სახალხო ბანკი აღნიშნავს, რომ ციფრული ვალუტის საერთაშორისო ასპარეზზე გატანას ჯერ არ ცდილობს. ქვეყნის ცენტრალური ბანკი ორიენტირებულია ციფრული იუანის საშინაო გამოყენებაზე.
ჩინეთის ხელისუფლებამ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მთავრობა არ ცდილობს არსებული ტრადიციული ვალუტების, მათ შორის აშშ დოლარის ციფრული იუანით ჩანაცვლებას.