ფილიპინელი მოკრივე საკუთარ კრიპტოვალუტას ქმნის

0
1431

ცნობილი ფილიპინელი მოკრივე, მანი პასკვიო საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას აპირებს.

ეს ინფორმაცია South China Morning Post-მა გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ მანი პასკვიო არამხოლოდ მოკრივეა, არამედ პოლიტიკოსიც. ის 2016 წელს წელს სენატორადაც კი აირჩიეს.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, მოკრივე გასაყიდად საკუთარ კრიპტოვალუტას სინგაპურის ერთ-ერთ ბირჟაზე გაიტანს. საინტერესოა, რომ ეს ფაქტი ანალიტიკოსებს შორის მხოლოდ ციფრული ფულის არსებობის კუთხით არ განიხლება.

კრიპტო ექსპერტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ მსგავსი ნაბიჯები ახალ ეკოსისტებას შექმას უწყობს ხელს.

უნდა აღინიშნოს, რომ სპორტსმენების მიერ საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის შემთხვევები უკვე მომრავლდა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის საფეხბურთო კლუბის, ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი მაიკლ ოუენი სინაგაპურში დაფუძნებულ კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟა GCOX-თან პარტნიორობს.

პარტნიორობის მიზანი ფეხბურთელის სახელობის მონეტის OWN coin-ის შექმნა იყო.

OWN token-ის გამოყენება შესაძლებელი არის რაიმეს შესაძენად ან სპორტსმენის მიერ შერჩეულ საქველმოქმდო ფონდებში შემოწირულობის გადასარიცხად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი