გერმანიის ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა, საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნას

0
1547

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანიის მთავრობა და გერმანიის ცენტრალური ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხებთან დაკავშირებით.

ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ, გერმანიის მთავრობამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება.

განცხადების გამოქვეყნება ბუნდესტაგის დემოკრატიული პარტიის მოთხოვნას ეხება. პარტია ითხოვდა კაბინეტს პასუხის გაეცა ბანკის მიერ გამოსაშვებ ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ კითხვებზე.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, კაბინეტმა უპასუხა ჯგუფის ყველა კითხვას. დოკუმენტში ასევე მოყვანილია ძირითადი ანგარიშები და გამოკითხვები.

უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრალური ბანკების 70% დაკავებულია ციფრული ვალუტის გამოშვებით.

შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტის ინდუსტიის მიმართ სკეპტიკური მოსაზრებების მიუხედავად, ცოტა ხნის წინ, ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა საკუთარი ციფრული ვალუტა შექმნა.

როგორც სახალხო ბანკის დირექტორის მოადგილე ირწმუნება, პროექტი რთული განსახორციელებელი იყო, მაგრამ შედეგი მიღწეულია. ციფრული ვალუტა ხელმისაწვდომი იქნება, როგორც კომერციული ბანკებისთვის, ისე ჩინეთის მოქალაქეებისთვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი