West Riding Personal Financial Solutions-ის მფლობელი კრიპტო ოპერციების აკრძალვის მომხრეა

0
1020

ვეტერანი ფინანსური მრჩეველი, ნილ ლივერსიჯი გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და პარლამენტს შუამდგომლობით მიმართვს. მიმართვის მიზეზი კი კრიპტო ოპერაციების აკრძალვის შესახებ მსჯელობა წარმოადგენს.

ნილ ლივერსიჯი გაერთიანებული სამეფოს მთავრობას მოუწოდებს, აკრძალოს ოპერაციები ისეთ კრიპტოვალუტაში, როგორიც ბიტკოინია.

დამოუკიდებელი ფინანსური საკონსულტაციო კომპანიის, West Riding Personal Financial Solutions მფლობელმა, ნილ ლივერსიჯმა პეტიცია შეიმუშავა, სადაც ადგილობრივ ფინანსურ ორგანოებს გაერთიანებულ სამეფოს ტერიტორიაზე კრიპტო ოპერაციების შეჩერებისკენ მოუწოდა.

”გაერთიანებული სამეფოს რეზიდენტს უნდა აეკრძალოს კრიპტოვალუტით გადახდა. ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანომ კი უნდა აკრძალოს გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ინსტიტუტების გარიგებები კრიპტოვალუტებში”,-ნათქვამია პეტიციაში.

უნდა აღინიშნოს, რომ გამოქვეყნებიდან დღემდე პეტიციას 108 ხელმომწერი ჰყავს.

მნიშვნელოვანია რომ, ბიტკოინის მიმდინარე პოზიციების მოპოვებამ, რა დროსაც ციფრული ვალუტის კურსი 42000 დოლარზე დაფიქსირდა, გლობალური ფინანსური სექტორი აიძულა, რომ ციფრული ვალუტა მნიშვნელოვან ფინანსური აქტივად აღექვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი