Blockchain Capital-ის პარტნიორმა სპენსერ ბოგარტმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.
სპენსერ ბოგარტმა პროგნიზირებისას ყურადღება გაამახვილა კრიპტოვალუტის ინდუსტრიის პოპულარობაზე. მან აღნიშნა ბოლოდროინდელი ბიტკოინის კურსის მოულოდნელი ზრდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკონის ფასმა თვის განმავლობაში 33%-ზე მეტით მოიმატა.
ამასთანავე, გუშინ, 26 ივლისს ბიტკოინის ღირებულება დაახლოებით 8.233 დოლარს შეადგენდა.
სპენსერ ბოგარტი კრიპტოვალუტის მიმართ ძირითადად პოზიტიური პროგნოზით გამოირჩევა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების ასეთი აქტიური როლი ტრადიციულ საფინანსო სექტორში, განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში, ეროვნული ვალუტის კრიზისის დროს ბიტკოინის გამოყენების შანსებს გაზრდიდა.
სპენსერ ბოგარტი იყო Wall Street-ის ანალიტიკოსი, რომელმაც Blockchain-ისა და ბიტკოინის წარმატება ერთ-ერთმა პირველმა იწინასწარმეტყველა.
გასულ თვეში, მან ასევე განაცხადა, რომ ბიტკოინი წლის ბოლოსთვის მინიმუმ 10.000 დოლარზე მეტი ეღირებოდა.