ყაზახეთი კრიპტოვალუტის რეგულირებას გეგმავს, მაგრამ ემხრობა ინდუსტრიის განვითარებას

0
1846

ყაზახეთის მთავრობის ფინანსური სექტორის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტები უნდა იყოს რეგულირებული. ამასთანავე, აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტასა და Blockchain-ის განვითარებას მთავრობა მხარს უჭერს.

ასტანაში გამართულ Blockchain-ის კონფერენციაზე ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველმა კაირათ კაირევმა განაცხადა, რომ ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს Blockchain-სა და კრიპტოვალუტას:

“კრიპტოვალუტის რეგულირების პრობლემა ძალიან ინტენსიურად განიხილება. ცენტრს ამ საკითხზე მყარი პოზიცია აქვს – მნიშვნელოვანია კრიპტოვალუტის მიმოქცევის რეგულირება”.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მარეგულირებელი ორგანო ამ ზაფხულს კრიპტოვალუტისთვის რეგულაციების წესების შემოღებას გეგმავს. კაირევი აღნიშნავს, რომ ცენტრი მუშაობს საერთაშორისო დონის კომპანიებთან, რათა შემუშავდეს შესაბამისი რეგულაცია.

ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცენტრი ფინანსურ დახმარებას უწევს fintech-სა და Blockchain ტექნოლოგიას.

ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრი არის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომელიც შექმნილია საერთაშორისო ვაჭრობის მოზიდვისა და მსოფლიო ბაზარზე ყაზახეთის როლის გაზრდის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ მაისის ბოლოს, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი კრიპტოვალუტის რეგულირების საკითხის ირგვლივ საერთაშორისო თანამშრომლობაზე საუბრობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი