სინტია ლუმისი სენატს კრიპტოვალუტის შესახებ მეტ ინფორმაციას მიაწვდის

0
1232

აშშ-ს სენატორი, სინტია ლუმისი უკვე რამდენიმე წელია ბიტკოინის მფლობელია. ის ინოვაციური ჯგუფის შექმნას გეგმავს, რომელიც მოემსახურება სხვა სენატორების, როგორც თანამოაზრეების ისე მოწინააღმდეგეების, კრიპტო განათლებისათვის მუშაობას.

ეს უკანასკნელი კი, მათ ბიტკოინისა და სხვა კრიპტო ოპერაციების გარკვევაში დაეხმარება.

”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ჯგუფი დაეხმარება სენატის წევრებს, სურვილის შემთხვევაში მიიღონ ინფორმაცია ბიტკოინის, ასევე ფინანსური ინოვაციების და Blockchain-ის შესაძლებლობების შესახებ”,- განაცხადა სინტია ლუმისმა ენტონი პომპილიანოს პოდკასტში მონაწილეობის დროს.

სინტია ლუმისმა აღნიშნა, რომ ჯგუფი პირველ რიგში იმუშავებს ციფრული აქტივებისა და ფულის გათეთრებისთვის გამოყენებული კრიპტოვალუტის შესახებ შექმნილი ყალბი ნარატივის წინააღმდეგ.

მან ისიც თქვა, რომ Blockchain კომპანია Chainalysis-ის კვლევის თანახმად, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული დანაშაული უფრო მცირეა, ვიდრე კრიმინალური ქმედება ნაღდი ფულის გამოყენებით.

სინტია ლუმისი ესაუბრა ხაზინის მდივანს და შემდგომ შეეცადა გაექარწყლებინა საზოგადოებაში აგორებული ნეგატიური ტალღა, რომელიც კრიპტო რეგულაციებს ეხება. ასევე მან დასძინა, რომ კრიპტო რეგულაციებმა ინოვაციას განვითარების საშუალება უნდა მისცეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი