სინგაპურის ავიახაზები 2018 წლის აგვისტომდე Blockchain-ზე დაფუძნებულ აპლიკაციას შექმნის. აპლიკაცია მათთვის იქნება განკუთვნილი, ვინც ხშირად სარგებლობს სინგაპურის ავიახაზებით.
სინგაპურის ავიახაზების პროგრმაში მონაწილე კლინტებს, რომლებთაც სურთ, რომ სხვადასხვა სერვისებით ისარგებლონ ან გარკვეული სავაჭრო ოპერაციები განახორცილნეონ აპლიკაციით ადგილზევე შეძლებათ გადახდა.
“ეს არის ინოვაციური განვითარება, სადაც ჩვენ Blockchain-ის ტექნოლოგიას ვიყენებთ”.- აღნიშნა სინგაპურის ავიახაზების აღმასარულებელმა დირექტორმა გო ჩუნ ფონგმა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამომავლოდ სინაგუპირს ავიახაზები კლიენტებს სხვადასხვა ციფრულ მომსახურეობას შესთავაზებს.
Blockchain-ის გამოყენება ავიაციაში გასულ წელს მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ამჟამად, მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა აეროპორტთან, რათა Blockchain-ის ტექნოლოგიის ეფექტურობა მეტად გაიზარდოს.
გასულ თვეში, კანადის მთავრობამ ჰოლანდიის ხელისუფლებასთან ერთად საპილოტე გეგმა შეიმუშავა, რომელიც მიზნად ისახავდა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას საემიგრაციო პროცედურებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ბრაისბენის აეროპორტი მსოფლიოში პირველია, რომელმაც აეროპორტში კრიპტოვალუტის ტერმინალი განათავსა.