არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ფორუმი გაიმართა

0
1656

არაბთა გაერთიანებული საამიროების ბანკების ფედერაცია და აბუ-დაბის გლობალური ბაზარი კრიპტოვალუტისა და fintech-ის შესახებ ერთობლივ ფორუმს მასპინძლობს.

ამის შესახებ ინფორმაციას Emirates News-ი ავრცელებს.

ფორუმი მიზნად ისახავს ინდუსტრიის სპეციალისტების მოწვევით განხილული იყოს fintech-ისა და კრიპტო სფეროს მიმართ არსებული გამოწვევები.

შეხვედრის დასაწყისში აბუ-დაბის გლობალური ბაზარის წარმომადგენელმა აუდიტორიას მარეგულირებლის ამოცანები და კრიპტოვალუტის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა გააცნო.

ფორუმზე განხილულ ძირითად თემებს მოიცავდა ციფრული ვალუტის ბირჟების ზედამხედველობა და რეგულაციის სისტემა. საუბარი შეეხო იმ ფაქტსაც, თუ როგორ შეიძლება ბანკებმა და ფინანსურმა მარეგულირებლებმა ერთობლივად შეიმუშაონ გეგმა და პროცედურები კრიპტო აქტივების რისკების განმუხტვისთვის.

“FinTech-ის სწრაფი განვითარების გათვალისწინებით, მაგალითად, როგორიცაა კრიპტოვალუტა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევქმნათ სისტემა და მარეგულირებელი სტრუქტურა. მთავარია ამ სტრუქტურამ ინდუსტრიის განვითარებას შეუწყოს ხელი”,- განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების ბანკების ფედერაციის თავმჯდომარემ, აბდულ აზიზი ალ-გურეირიმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი