სამხრეთ კორეის ბანკები Blockchain-ზე დაფუძნებულ ID შემოწმების სისტემას გამოიყენებენ

0
1943

სამხრეთ კორეის კომერციულ ბანკთა ჯგუფი 2018 წლის ივლისში დაიწყებს Blockchain-ის ID შემოწმების პლატფორმის შემოღებას.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება ავრცელებს.

ანგარიშის თანახმად, კორეის ფედერაციულმა ბანკმა BankSign-ით პირადობის გადამოწმების სისტემის შემუშავება დაიწყო, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც ინტერნეტით, ისე მობილური ბანკინგის საშუალებით.

სამხრეთ კორეის JoongAng Daily-ის თანახმად, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს შეცვალოს 20 წლიანი ძველი, საჯარო გადამოწმების სისტემა, რომელიც ცნობილია თავისი სირთულითა და ნაკლებად ეფექტურობით.

ფედერაციული ბანკის დეპოზიტებისა და საგადახდო სისტემების მენეჯერმა პარკ ჩანჰგ-ოკმა განმარტა, რომ ბანკის ახალი Blockchain პლატფორმა მომხმარებელს კლიენტების პირადობის მოწმობების გადამოწმების ვარიანტებს შესთავაზებს და არა მხოლოდ საჯაროდ დამოწმებას სისტემას.

ანგარიშის თანახმად, BankSign ინიციატივის განვითარება ბანკთაშორისი სექტორის ქსელში 2017 წელს დაიწყო.

BankSign-ის პლატფორმა ეფუძნება Nexledger-ს, კერძო საწარმოთა ტრანზაქციის მართვის ინსტრუმენტს, რომელიც Samsung-ის შვილობილი კომპანია Samsung SDS-ის მიერ არის შემუშავებული.

გასულ კვირას, Samsung SDS-მა განაცხადა საკუთარი საწარმოს Blockchain პლატფორმის Nexfinance-ის დაფინანსების შესახებ, რომელიც ფინანსური საქმიანობისკენ იქნება მიმართული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი