არგენტინის ერთ-ერთი ქალაქი ინფლაციასთან საბრძოლველად მაინინგს გამოიყენებს

0
803

არგენტინის ქალაქი ინვესტირებას განახორციელებს კრიპტო მაინინგში ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად და ინფრასტრუქტურის განახლებისთვის.

არგენტინის პროვინცია სანტაფეს ქალაქ სორადინოს მერი, ხუან პიო დროვერტა კრიპტოვალუტის მაინინგში ვერანაირ რისკს ვერ ხედავს.

სორადინო 6000 მოსახლისაგან შედგება და მერის განცხადებით, კრიპტო მაინინგის იდეას სწორედ მოსახლეობამ დაუჭირა მხარი. მათ მაინინგისათვის უკვე ექვსი გრაფიკული ბარათი შეიძინეს.

როგორც ცნობილია, სარკინიგზო ხაზის აღსადგენად მაინინგის ოპრაციის დაწყება იგეგმება.

სარკინიგზო ხაზი ბოლო 33 წლის განმავლობაში პირველად გასულ წელს გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ ის საჭიროებს შეკეთებას და ასევე გაფართოებასაც.

სწორედ ამ მიზნებს მოხმარდება კრიპტო მაინინგით მიღებული ფინანსები. მერს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი კრიპტო მონეტის მოპოვებას აპირებენ, მაგრამ დასძინა, რომ თავდაპრველად მაინერები რამოდენიმე ასეულ დოლარს გამოიმუშავებდნენ თვეში.

მერის აზრით, კრიპტო მაინინგი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ინვესტიციაა იმის გათვალისწინებით, რომ მოპოვებული კრიპტოვალუტის გაყიდვა მყისიერადაა შესაძლებელი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი