სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის კვლევას აგრძელებს

0
1239

სამხრეთ კორეის ცენტრალურმა ბანკმა სტაბილკოინის შესახებ იურიდიულ საკითხების მოგვარებისთვის მითითებები გამოსცა.

აღნიშნული მითითებების შესრულება საჭირო იქნება მომავალი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამართული მუშაობისა და სარგებლიანობის უზრუნველსაყოფად.

ამავდროულად, გასული წლის შემოდგომაზე, სამხრეთ კორეის ბანკმა განაცხადა, რომ ის 2021 წლისთვის ცენტრალური ბანკის განაწილებულ ლეჯერ ტექნოლოგიებს შეისწავლის.

სამხრეთ კორეული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მითითებები კანონის გადახედვას ითვალისწინებს, რათა უზრუნველყოს მომავალი სტაბილკოინის წარმატებული ფუნქციონირება.

ქვეყნის ცენტრალური ბანკი Blockchain ტექნოლოგიას სტაბილკოინის 22-თვიანი საპილოტო პროგრამის სამართავად იყენებს. საპილოტე პროგრამა 2020 წლის აპრილში დაიწყო და მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება.

2021 წელს ვალუტის განაწილების ტესტირება წარმოადგენს ამ პროექტის მესამე ფაზას, ტექნოლოგიური განვითარების ფოკუსირებისა და პირველი და მეორე ფაზების საწყისი ოპერაციული ანალიზის შემდეგ.

ახლადგამოქვეყნებული მითითებები ადასტურებს ამ ვადებს და მოცულობას, სადაც აღნიშნულია: “სამხრეთ კორეის ბანკი აწარმოებს სტაბილკოინის მოქმედების პროცედურების ანალიზს და ასევე მართავს კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეებთან. წელს ჩვენ ვიწყებთ სტაბილკოინის საპილოტე სისტემის ციფრულ გარემოში გაშვებას და ტესტების ჩატარებას მისი ფუნქციების და უსაფრთხოების დასადასტურებლად”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი