სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის საპილოტე პროგრამაზე მუშაობს

0
1554

სამხრეთ კორეის ცენტრალურმა ბანკმა დღეს განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის გამოშვების შესახებ საპილოტე პროგრამა დაიწყო.

ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ საპილოტე სქემა უზრუნველყოფს საბაზრო პირობების შეცვლის დროს ბანკის მზაობას.

2020 წლის თებერვალში ჩატარებული თეორიული კვლევის შედეგების მიხედვით, საპილოტე პროგრამა ციფრული ვალუტის ტექნოლოგიურ და იურიდიულ მიმოხილვას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ პროგრამა მარტში დაიწყო და 22 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

დასრულების თარიღად კი 2021 წლის დეკემბერი არის მიჩნეული.

საწყის ეტაპზე ციფრული ვალუტის დიზაინის განსაზღვრა მიმდინარეობს. ეს ციფრული ვალუტის გამოსაშვებად საჭირო ტექნოლოგიის შექმნას გულისხმობს.

ამის შემდეგ, ჩატარდება პროცესების ანალიზი, რომელიც გაგრძელდება 2020 წლის ბოლომდე, ხოლო 2021 წელს პროგრამის ტესტირება უნდა დაიწყოს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ შარშან სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებდა.

ბანკი ხაზგასმით აცხადებდა, რომ არანაირი ციფრული ვალუტის გამოშვება არ იგეგმებოდა. ამ ეტაპზე ბანკი იმავე პოზიციაზე რჩება. თუმცა საპილოტე პროგრამის დაწყებამ შესაძლოა, ბანკის ოფიციალური პოზიციის ცვლილება დააჩქაროს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი