სამხრეთ კორეის მთავრობა კრიპტოვალუტის ზედამხედველობის ახალ კომიტეტს ქმნის

0
738

Terra-ს ეკოსისტემის აღმავლობასა და დაცემას უდიდესი შედეგები მოჰყვა მთელ მსოფლიოში, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ სამხრეთ კორეა, რომელიც ამ ეკოსისტემის დაბადების ადგილად მიიჩნევა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

იმის ფონზე, რომ Terraform Labs-ის თანადამფუძნებელს, დო კვონს, სამხრეთ კორეაში იურიდიული პრობლემები შეექმნა, ქვეყნის მმართველმა პარტიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ივნისის დასაწყისში ციფრული ვალუტის კომიტეტს გახსნის.

ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა საინფორმაციო გამოშვება NewsPim-მა გაავრცელა.

მოხსენების თანახმად, კომიტეტი კრიპტო ინდუსტრიის მიმდინარე პოლიტიკაზე აგებს პასუხს. იგი მას ზედამხედველობას გაუწევს მომზადების პროცესში. ასევე ყურადღებას მიაქცევს მომავალი მარეგულირებელი სისტემის ამოქმედებამდე კრიპტო ბაზრის შესაბამისობას, იქამდე სანამ სათანადო საზედამხედველო ორგანო შეიქმნება.

კომიტეტი წარმოადგენს უკვე არსებული ორგანოს გაფართოებას, რომელმაც ბოლო პერიოდში რეორგანიზაცია განიცადა.

უკვე არსებული კომიტეტი ზედამხედველობს ციფრული ვალუტის სექტორს. მოსალოდნელია, რომ კომიტეტი გააძლიერებს მიმდინარე პოლიტიკის ეფექტურობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი