სამხრეთ კორეის კანონმდებლებმა გამოაქვეყნეს კრიპტოვალუტის, თავდაპირველი მონეტარული შეთავაზებისა (ICO) და Blockchain ტექნოლოგიის რეგულურების შესახებ ახალი კანონპროექტი.
კანონპროექტს სავარაუდოდ, ეროვნული კრების რიგგარეშე სხდომაზე წარადგენენ, რომელიც 13 ივლისიდან 26 ივლისამდე გაიმართება. Korea Times-ის ცნობით, ლიბერალური პარტიის წარმომადგენელი სონგ ჰი-კიანგი აცხადებს, რომ წესები შემუშავებულია სავაჭრო პლატფორმებზე ფულის გათეთრების, კიბერ დანაშაულისა და პირადი მონაცემების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.
კორეის მმართველი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი პარკი იონგ-ჯინი ამბობს, რომ რეგულაცია უნდა ეხებოდეს კრიპტოვალუტის დაბეგვრის საკითხს და ასევე მკაფიოდ უნდა იყოს განსზღვრული ციფრული ვალუტის სამართლებრივი სტატუსი.
კრიპტოვალუტის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ო სე-იუნგმა ხაზი გაუსვა, რომ კრიპტოვალუტის ბირჟებზე უსაფრთხოების ზომები უნდა გაძლიერდეს.
სამხრეთ კორეის მარეგულირებელი თანდათან ცვლის პოზიციას ციფრული ვალუტის მიმართ.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ქვეყნის მთავრობამ გამოაცხადა ICO-ს აკრძალვის გადახედვის შესახებ. ხოლო მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრომ გადაწყვიტა აშშ-სთან თანამშრომლობის გაძლიერება “მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციდან” გამომდინარე, რომელშიც Blockchain ტექნოლოგია აქტიურად უნდა იყოს ჩართული.