17 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    ორშაბათს, 17 დეკემბერს კრიპტოვალუტების ბაზარი აშკარად გაუმჯობესდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ტოპ 10 ციფრული ვალუტის კურსმა ზრდის ტენდენცია აჩვენა.

    ბიტკოინის ფასმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 8%-ით მოიმატა. კრიპტოვალუტის ფასი 3.545 დოლარამდე გაიზარდა.

    უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში ბიტკოინი 3.500 დოლარის ნიშნულამდე არც კი მისულა. კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტამ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 15 დეკემბერს აჩვენა, როდესაც ფასი 3.236 დოლარამდე შემცირდა.

    რაც შეეხება რიპლის: უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში რიპლის კურსიც გაუმჯობესდა. რიპლიზე ვაჭრობა 0.28 აშშ დოლარიდან დაიწყო და 0.33 დოლარამდე გაიზარდა.

    კვირის განმავლობაში ალტკოინის ფასი მეტ-ნაკლები სიმყარით გამოირჩეოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ვალუტის კურსი 0.28 დოლარის ნიშნულის ქვემოთ არ ჩასულა.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 17 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 112 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *