სამხრეთ კორეამ NFT-ის შესაძლოა, რეგულაციები დაუწესოს

0
970

სამხრეთ კორეის ფინანსური სერვისების კომისიამ (FSC) ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც კრიპტოვალუტისა და NFT-ის შესახებ არის საუბარი.

ანგარიშის თანახმად, შესაძლოა, რეგულაციები ინდივიდებსა ან პლატფორმებს დაუწესდეს, რომლებიც NFT-ის იყენებენ.

FSC-ის ანგარიშში დეტალურად, პუნქტებადაა შემოთავაზებული კრიპტოვალუტის მომხმარებელთა დაცვა, რომლებიც გაეგზავნა ეროვნულ ასამბლეას განსახილველად. ის ადგენს წესებს ტოკენების გამომცემლებისთვის, რომლებსაც სურთ სამხეთ კორეის ბირჟებზე ვაჭრობა.

ანგარიში პირველ რიგში ეხება ტოკენის გამოშვების ბიზნესებს, რომლებიც მოიცავს მონეტების საწყისი შეთავაზების ოპერატორებს, დეცენტრალიზებულ ავტონომიურ ორგანიზაციებს, NFT სერვისებს და ა.შ.

სამხრეთ კორეის ფინანსური სერვისების კომისია სუბიექტებს მოსთხოვს, რომ დოკუმენტი წარადგინონ და პროექტის იურიდიული განხილვაში მონაწილეობა მიიღონ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, ფინანსური სერვისების კომისია NFT-ის რეგულაციებს არ უწესებდა. ფინანსური სამოქმედო სამუშაო ჯგუფის ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ NFT-ი თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, ზოგადად, ციფრულ ვალუტად არ განიხილებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი