ტაილანდი კრიპტო ტურიზმის განვითარებას გეგმავს

0
939

ტაილანდის ტურიზმის ორგანო (TAT) სექტემბრიდან საკუთარი ტოკენის გამოშვებას დაიწყებს. ტოკენის სახელწოდება იქნება TAT Coin-ი. აღნიშნული პროექტი კრიპტურიზმის კამპანიის ნაწილია.

ინიციატივა მიზნად ისახავს “კრიპტო ტურიზმის” განვითარებას. აღნიშნული მონეტის გამოშვებაზე TAT-ი დისკუსიებს ტაილანდის საფონდო ბირჟასთან აწარმოებს. Bangkok Post-ის მოხსენების თანახმად, TAT Coin-ის უკან არსებული ინფრასტრუქტურა მზადაა ქსელში ჩასაშვებად და ახლა ელოდება ტაილანდის მთავრობის მწვანე შუქს.

კონფერენციაზე, “ტრანსფორმაცია ტურიზმის კრიპტურიზმით”, ადგილობრივი კრიპტო ბირჟის Bitkub-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯირაუთ სრუპსრისოპამ პოლიტიკოსებს მოუწოდა TAT Coin-ის გავრცელება დაამტკიცონ.

„კერძო სექტორები მზად არიან უზრუნველყონ ციფრული ინფრასტრუქტურა, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ველოდებით, რომ მთავრობა რეგულაციებს დააწესებს ან თუნდაც პოლიტიკას შეიმუშავებს, რათა ხელი შეუწყოს ციფრული ვალუტების ბაზარს. ჩვენი ეროვნული მშპ შეიძლება გაიზარდოს ექვსჯერ, თუ ჩვენ შევძლებთ ამ ბაზრის გაძლიერებას”, – აღნიშნა Bitkub-ის დამფუძნებელმა.

Bangkok Post-ის თანახმად, TAT-ის ხელმძღვანელმა, იუთასაკ სუპასორნმა განმარტა, რომ კრიპტოტურიზმის კამპანია მოიცავს ახალი ტურისტული ეკოსისტემის შექმნას, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებს გამოიყენებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი