გერმანიის მთავრობა: კრიპტო სექტორზე ერთობლივი ევროპული ზედამხედველობა გვჭირდება

0
1015

გერმანიის ახალი მთავრობა კრიპტოვალუტას მხარს უჭერს, მაგრამ მარეგულირებელი სისტემის აუცილებლობაზეც საუბრობს.

გერმანიის სამი პოლიტიკური პარტია დათანხმდა კოალიციურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მემარცხენე სოციალ-დემოკრატები, მწვანეთა პარტია და მემარჯვენე თავისუფალი დემოკრატები ქვეყნის მართვის სადავეებს ამ წლის დეკემბრიდან აიღებენ.

177-გვერდიანი შეთანხმების მიხედვით, კოალიცია ფინანსურ ინოვაციებს მხარს დაუჭერს და რისკებს შეაფასებს.

„ჩვენ დიგიტალიზაციისთვის და კომპლექსური ჯგუფის სტრუქტურებისთვის ევროპული ფინანსური ბაზრის საზედამხედველო კანონს მივიღებთ, რათა უზრუნველვყოთ ახალი ბიზნეს მოდელების განვითარება და ამავდროულად, რისკის ადეკვატური ზედამხედველობა.

კრიპტოვალუტის სექტორზე ერთობლივი ევროპული ზედამხედველობა გვჭირდება. ჩვენ ვავალდებულებთ კრიპტო სერვისის პროვაიდერებს, თანმიმდევრულად გამოავლინონ ბენეფიციარი მფლობელები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის საზედამხედველო ორგანომ არა მხოლოდ უნდა იზრუნოს ტრადიციულ ფინანსურ სექტორზე, არამედ თავიდან უნდა აიცილოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მხრივ კრიპტო ღირებულებების ბოროტად გამოყენება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი