სალვადორის პრეზიდენტმა 21 ბიტკოინის შესყიდვის შესახებ განაცხადა

0
990

სალვადორის მთავრობა მნიშვნელოვანი დღეების აღნიშვნას ბიტკოინის შეძენით აგრძელებს. წინა კვირის ბოლოს პრეზიდენტმა ნაიიბ ბუკელემ 21 ბიტკოინის შესყიდვის შესახებ განაცხადა.

21 ბიტკოინი დაახლოებით 1,000,000 დოლარი ღირს. სალვადორის ინვესტიცია არის 21-ე საუკუნის 21-ე წლის ბოლო 21-ე დღის აღნიშვნა.

სალვადორი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ბიტკოინი კანონიერი გადახდის საშუალებად აღიარა. CoinGecko-ს მონაცემებით, შეძენის დროს ბიტკოინის ფასი 49.000-ზე ოდნავ მეტი იყო.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ, როგორც წესი, ბიტკოინის მსხვილი შესყიდვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულებისა და განსაკუთრებული დღეების აღნიშვნისას ხდება.

მაგალითად, 26 ნოემბერს, შავი პარასკევის დღეს ქვეყანამ 100 ბიტკოინი იყიდა. მაშინ ერთი ბიტკოინი დაახლოებით 54.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ამ და სხვა შესყიდვების შემდეგ ქვეყანას ჯამში 1.220 ბიტკოინი აქვს.

შეგახსენებთ, რომ სალვადორი “ბიტკოინის ქალაქის” შექმნას აპირებს.

”BitcoinCity-ში გვექნება ციფრული და ტექნოლოგიური განათლება. გეოთერმული ენერგია მთელი ქალაქისთვის და ეფექტური და მდგრადი საზოგადოებრივი ტრანსპორტი”,- განაცხადა Bitfinex-ის მენეჯერმა, პაოლო არდოინომ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი