ინდოეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის შესახებ კვლევით ჯგუფს ქმნის

0
1545

ინდოეთის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერტთა სპეციალური ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომლის მიზანი იქნება კვლევების ჩატარება კრიპტოვალუტის შესახებ. ჯგუფს დაევალება ასეევე კანონპროექტების შემუშავება და, მომავალში, ზედამხედველობას გაუწევს ციფრული აქტივების, Blockchain-ისა და ხელოვნური ინტელექტის პროგრამების განვითარებას.

ბანკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ცენტრალური ბანკი, როგორც მარეგულირებელი ორგანო სწავლობს სფეროს ასევე, უნდა მოხდეს ამ ჯგუფის მიერ ყველაფრის შესწავლა და გამოკვლევა.

უშუალოდ ცენტრალური ბანკი რეგულაციების დაწესებაზე მუშაობს. უნდა აღინიშნოს, რომ ჯგუფი ჯერ ექსპერიმენტულ საფუძველზე იქმნება და დროთა განმავლობაში მისი საქმიანობა დაიხვეწება.

ჯერჯერობით ახალი გუნდის მიერ საჯარო განცხადება არ გაკეთებულა. მიუხედავად ამისა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდი ერთი თვის წინ ჩამოყალიბდა და ბანკის მენეჯმენტმა უკვე დანიშნა ჯგუფის ხელმძღვანელი.

სამხრეთ აზიისა და აფრიკის ფინანასურის სერვისების მენეჯერის პიაშ საინის თქით, მარეგულირებელი არის ეკოსისტემის ნაწილი, მას ესმის და აქვს მკაფიო მინიშნება, თუ რა არის მიღებული და რა არა. საინი მიიჩნევს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ახალი ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება და იცვლება ინდოეთის ცენტრალური ბანკის მიერ ჯგუფის ჩამოყალიბების იდეა საკმაოდ დროულია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი