სალვადორი “ბიტკოინის საელჩოს” ტექსასში გახსნის

0
1478

მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა, ბიტკოინი, დააკავშირებს უფრო მეტ ქვეყანას, რადგან სალვადორის მთავრობა ხსნის „ბიტკოინის საელჩოს“ შეერთებულ შტატებში.

სალვადორი, ქვეყანა, რომელმაც ბიტკოინი კანონიერი გადახდის საშუალებად 2021 წელს მიიღო, ტექსასის მთავრობასთან ახალი პარტნიორობით ბიტკოინის სტრატეგიას აფართოებს. მთავრობათაშორისი თანამშრომლობის მიზანია შექმნას ბიტკოინის საელჩო ან სალვადორის წარმომადგენლობითი ოფისი ტექსასში, რათა ბიტკოინის მიღების ხელშეწყობისათვის ითანამშრომლონ მომავალში აღნიშნული ოფისის ან საელჩოს გამოყენებით.

ამის შესახებ სალვადორის ელჩმა შეერთებულ შტატებში მილენა მაიორგამ თავის Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაპოსტა.

„შეხვედრაზე ტექსასის მთავრობის მდივნის თანაშემწესთან, ჯო ესპარზასთან, განვიხილეთ ბიტკოინის მეორე საელჩოს გახსნა და კომერციული და ეკონომიკური გაცვლის პროექტების გაფართოება”,- აღნიშნა მილენა მაიორგამ.

ეს არ არის სალვადორის მიერ გახსნილი პირველი საელჩო უცხო ქვეყანაში. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ შვეიცარიის ქალაქ ლუგანოშიც გახსნეს ბიტკოინის საელჩო.

Blockstream-ის ყოფილი მთავარი სტრატეგიის ოფიცრის, სამსონ მოუს თქმით, ბიტკოინის საელჩოს ფენომენი არის შემდეგი ნაბიჯი ინდუსტრიისათვის, რომელიც მეტ ქვეყანას, ქალაქსა თუ პროექტს დააკავშირებს ერთმანეთთან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი