სინგაპური თავის მოქალაქეებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დაცვისკენ მოუწოდებს

0
774

სინგაპურის სავალუტო ბირჟამ (MAS), ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა და ფინანსურმა მარეგულირებელმა, შეახსენა ქვეყანაში არსებულ ყველა უფლებამოსილ კრიპტოვალუტის ბირჟას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესახებ და მათი დაცვისაკენ მოუწოდა.

განცხადება გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც სინგაპურის ხელისუფლებამ უამრავი კრიპტო შემოწირულობა დააფიქსირა, პრორუსული ჯგუფების მიერ, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოწყებული და მიმდინარე ომით გამოწვეული ზარალის დაფინანსებისთვის იყო განკუთვნილი.

სინგაპურის ხელისუფლებამ თავისი გადაწვეტილებები მაქსიმალურად მოარგო ევროკავშირის მიერ დაწესებულ რუსეთის საწინააღმდეგო ფინანსურ სანქციებს. როგორც ცნობილია, თავდაპირველად შეიზღუდა 10 000 დოლარის ღირებულებაზე მეტი კრიპტოვალუტის გადარიცხვა.

თუმცა მოგვიანებით სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდა და აიკრძალა ყოველგვარი კრიპტო გადარიცხვა, ახალი საფულეების გახსნა, დარეგისტირება და ვაჭრობა.

ევროკავშირის პირველი სანქციების დაწესების დროს, MAS-მა შექმნა ზომები, რომლებიც მიმართული იყო რუსული ბანკებისა და ქვეყანაში დაფუძნებული სხვა სუბიექტების წინააღმდეგ, ისევე როგორც აკრძალულია დღემდე ნებისმიერი სახის დაფინანსება ნებისმიერი საქმიანობისთვის, რომელმაც შეიძლება რუსეთის მთავრობას სარგებელი მოუტანოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი