რუსული ბანკი Blockchain ქსელს შეუერთდა

0
1354

რუსეთში დაფუძნებული “ალფა-ბანკი” HSBC-ს მხარდაჭერით Blockchain ტექნოლოგიის სავაჭრო დაფინანსების ქსელს უერთდება.

“ალფა-ბანკი”, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი კერძო კომერციული ბანკია. ბანკი Blockchain სავაჭრო ქსელის დაფინანსებას.

ოფიციალური განცხადების თანახმად, “ალფა-ბანკი” არის პირველი რუსული ბანკი, რომელიც გახდა Contour Blockchain პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მსოფლიოს უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტებს, როგორიცაა HSBC-ი, ING-ი და Citi.

ქსელი საშუალებას აძლევს ბანკის მომხმარებლებს თვალყური ადევნონ სავაჭრო დაფინანსების ოპერაციების დამუშავებასა და მოდიფიკაციას, რაც მათ საოპერაციო ხარჯების შემცირებაში დაეხმარებათ.

ევგენია ფომინამ, Alfa-Bank-ის სესხების დირექტორატის ხელმძღვანელმა, აღნიშნა, რომ რუსეთის ბაზარზე ტრანსსასაზღვრო გარიგების ხარისხის გაუმჯობესებას აპირებენ.

”Contour პლატფორმაზე გაწევრიანება და საპილოტე პროექტების წამოწყება რუსეთის ბაზარზე ტრანსსასაზღვრო ოპერაციების პროდუქციის განვითარების სტრატეგიას ბიძგს მისცემს. მომხმარებელთა მოთხოვნები რთულდება და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ შევთავაზოთ მათ საუკეთესო სერვისი”,- განაცხადა Alfa-Bank-ის სესხების დირექტორატის ხელმძღვანელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი