6 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1218

ორი დღეა ციფრული ვალუტის ბაზარი ზრდას განიცდის. უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასმა მეტნაკლებად მოიმატა.

ამ ეტაპზე ბიტკოინის ფასი 15.455 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსის ნიშნული 4.29%-ით არის მომატებული.

ანალიტიკოსების პროგნოზით ბიტკოინის კურსის მომდევნო დონე 16.200 დოლარი იქნება.

ამჟამად ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი 64.8%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კურსის ნიშნული 440 დოლარს შეადგენს. ექსპერტების პროგნოზით ციფრული ვალუტის მოსალოდნელი დონე 500 დოლარი იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსმა 8.52%-ით მოიმატა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 6 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 441.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი