ამერიკის შეერთებულ შტატებში სამართალდამცავებმა რუსი ეროვნების მოქალაქე დააპატიმრეს. დაკავებული ეჭვმიტანილია კრიპტოვალუტის გამოყენებით ფულის გათეთრებაში.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სხვადასხვა ციფრული ვალუტის, მათ შორის ბიტკოინის გამოყენებით რუსეთის მოქალაქემ ფინანსური დანაშაული ჩაიდინა.
ამასთანავე, გამომძიებლემა დაადგინეს, რომ დაკავებული საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულშიც არის შემჩნეული.
უშუალოდ რუსეთში კრიპტოვალუტით არასანქიცრებული ქმედებების რაოდენობა ნამდვილად არ არის ცოტა. თაღლითური საქმიანობა მაინინგის სფეროსაც შეეხო. ციმბირის ფედერალური ოკრუგის ერთ-ერთ ქალაქის მაცხოვრებელი 21 წლის ახალგაზრდა პოლიციამ არალეგალური ბიტკოინის მაინინგისთვის დააკავა.
როგორც ცნობილი გახდა, ახალგაზრდა მაინინგისთვის სახელმწიფო სერვისების კომპიუტერებს იყენებდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ახალგაზრდამ რუსეთის სამი რეგიონის საჯარო ადმინისტრაციის სერვერები გატეხა.
21 წლის ჰაკერს ბრალი წაუყენეს. უფრო კონკრეტულად, მას ბრალად ედება პროგრამული უზრუნველყოფის ბოროტად გამოყენება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ციმბირელ ჰაკერს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.