სანქციების ფონზე რუსეთის ფინანსთა სამინისტროს კრიპტო სექტორის რეგულაცია სურს

0
921

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ გაზარდა ფსონი ქვეყნის ცენტრალური ბანკის (CBR) წინააღმდეგ გრძელვადიან დაპირისპირებაში და განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის სრული აკრძალვის მაგივრად მის მარეგულირებელ სისტემაში მოქცევას შეეცდება.

როგორც ჩანს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდე დაწყებული ომის ფონზე, რომელსაც გლობალური ეკონომიკური საქნციები მოჰყვა, რუსეთის მთავრობა ყველანაირად ცდილობს ფინანსების მოზიდვას.

სამინისტრომ მთავრობას ციფრული ვალუტის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. საკანონმდებლო პროცესის ეს ეტაპი წინ უსწრებს კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად წარდგენას.

სააგენტომ ინიციატივის საფუძვლად დაასახელა ციფრული ვალუტების ლეგალური ბაზრის ფორმირება, მათი მიმოქცევის წესების და მონაწილეთა დიაპაზონის განსაზღვრასთან ერთად.

რაც ხაზს უსვამს იმას, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ციფრული ვალუტებისათვის ლეგალური სტატუსის მინიჭებას. კრიპტოვალუტა, როგორც საინვესტიციო საშუალებაა ისეა განხილული.

კანონმდებლობა ასევე მოითხოვს ციფრული ვალუტის ოპერატორებს აცნობონ საცალო კლიენტებს კრიპტო ვაჭრობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი