რუსეთის სათათბირო კრიპტოვალუტის დაბეგვრის შესახებ კანონპროექტს ამზადებს

0
1089

რუსი დეპუტატები კრიპტოვალუტის დაბეგვრას განიხილავენ. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ოფიციალური განცხადების თანახმად, დამტკიცდა კანონპროექტი კრიპტოვალუტის დაბეგვრის შესახებ.

ახალი კანონპროექტი წარმოადგენს რუსეთის ფედერალური საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს. კანონპროექტის ფარგლებში, რუსეთის მთავრობა ოფიციალურად ცნობს კრიპტოვალუტებს, როგორც საკუთრებას. უშუალოდ კანონის მიზანი კი რუსეთის მაცხოვრებლების მიერ კრიპტოვაჭრობით მიღებულ მოგებაზე გადასახადის დაწესება იქნება.

კანონი შეეხება ყველას: შიდა რეზიდენტებს, მათ შორის მოქალაქეებსა და უცხოელებს, ასევე ქვეყანაში შექმნილ რუსულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

კანონპროექტის თანახმად, მომხმარებლებს მოუწევთ თავიანთი კრიპტო ტრანზაქციების შესახებ განაცხადონ, თუ შემოსავალი ან ტრანზაქციების ჯამური მოცულობა ყოველწლიურად აღემატება 600,000 რუბლს (8100 აშშ დოლარს).

კანონპროექტი ადგენს ჯარიმებს ისეთი დარღვევებისთვის, როგორიცაა შესაბამისი ორგანოებისთვის დაგვიანებით ან არაზუსტი ინფორმაციის მიწოდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი