ევროპარლამენტი მაინინგის შესახებ მსჯელობს

0
808

ევროკავშირის პარლამენტმა ჩანიშნა ახალი კენჭისყრა, რომლის განსახილველი თემაც კრიპტოვალუტის რეგულაცია იქნება. აღნიშნული განხილვა მაინინგით დაკავებული პირებისა და კომპანიებისათვის სამუშაოს დამადასტურებელი ლიცენციების მოთხოვნას უკავშირდება.

ევროპარლამენტის ეკონომიკისა და მონეტარული საკითხთა კომიტეტის წევრმა, შტეფან ბერგერმა განაცხადა, რომ კანონპროექტი აღარ შეიცავს ტექსტს, რომელიც გარკვეული პირების მხრიდან ინტერპრეტირებული იქნა, როგორც მაინინგის აკრძალვა.

„ევროკავშირს შეუძლია გლობალური სტანდარტების დაწესება. აქედან გამომდინარე, ახლა ყველა მონაწილეს ვთხოვთ, რომ მხარი დაუჭირონ წარდგენილ პროექტს. კანონპროექტის მხარდაჭერა არის ძლიერი სიგნალი ევროკავშირის პარლამენტისგან ტექნოლოგიურად ნეიტრალური და ინოვაციებისადმი კეთილგანწყობილი ფინანსური სექტორისთვის”,- განაცხადა შტეფან ბერგერმა.

მომხსენებელმა დასძინა, რომ რეგულაცია, მაინინგის სექტორში ენერგიის გაზრდილი მოხმარების შეშფოთების ფონზე, მიზნად ისახავს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კრიპტოვალუტებისთვის სანდო საზედამხედველო სტრუქტურების შექმნას.

კომიტეტი კენჭისყრის შემდეგ კანონპროექტს ევროსაბჭოსა და ევროკომისიაში განიხილავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი