დღეს რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით კანონპროექტი მიიღო.
ახალი კანონის თანახმად, კრიპტოვალუტას იურიდიული სტატუსი მიენიჭა, მაგრამ ის გადახდის საშუალებად არ განიხილება.
უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო ორგანომ საბოლოო გადაწყვეტილება მესამე მოსმენით მიიღო.
რაც შეეხება ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ ტერმინებს: ადგილობრივი მედიის ცნობით, კანონპროექტი “ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ” 2021 წლის პირველ იანვარს შევა ძალაში. კანონპროექტი ციფრული აქტივების იურიდიულ განმარტებას ითვალისწინებს და ქვეყანაში კრიპტოვალუტის ვაჭრობას ლეგიტიმაციას უწევს.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ბიტკოინისა და მსგავსი კრიპტოვალუტების გამოყენებას, როგორც გადახდის მეთოდს კრძალავს.
რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ კრიპტოვალუტის რეგულირების შესახებ რუსეთის მთავარი კანონპროექტის ახალი ვერსია არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის კოდექსებს.
ეს კი ნიშნავდა, რომ ციფრული ვალუტის ფლობა და გამოყენება შესაძლოა, კრიმინალურ ან არალეგალურ საქმიანობად არ ყოფილიყო განსაზღვრული.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტის მომზადება მარტიდან დაიწყო.