პორტუგალიაში კრიპტო ოპერაციები არ დაიბეგრება

0
1966

პორტუგალიის საგადასახადო ორგანომ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, კრიპტოვალუტით ვაჭრობა არ დაიბეგრება.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პორტუგალიური ბიზნეს გაზეთის Jornal de Negócios-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, პორტუგალიის საგადასახადო და საბაჟო ორგანომ დაადასტურა, რომ კრიპტო ოპერაციები თავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან.

აღსანიშნავია, რომ სააგენტომ, განმარტება მიაწოდა ადგილობრივ კრიპტო კომპანიებს, მათ შორის მაინინგის კომპანიებსაც.

დოკუმენტში გარკვევით და ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ქვეყანაში ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციები არ დაიბეგრება.

პორტუგალიისგან განსხვავებით, მეზობელი ესპანეთი კრიპტოვალუტის დაბეგვრას ემხრობა.

ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის საკანონმდებლო ორგანო ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტს განიხილავდა.

ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, მარია ჯესუს მონტერომ განაცხადა, რომ კანონპროექტის მიხედვით არსებული წესები ყველა ესპანეთში მცხოვრებ ინვესტორზე გავრცელდებოდა. შესაბამისად, არ ექნებოდა მნიშვნელობა ბირჟაზე ვაჭრობა ქვეყნის შიგნით მიმდინარეობდა, თუ საზღვრებს მიღმა.

კანონპოექტში წერია, რომ საგადასახადო მიზნებისთვის, მთავრობას სურს მფლობელების იდენტიფიცირება და ციფრული ვალუტის დაბეგვრის შედეგად გადასახადების მიღება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი