ნიდერლანდების საფეხბურთო კლუბი მოთამაშეებს ხელფასს ბიტკოინით გადაუხდის

0
1111

AZ Alkmaar-ი აპირებს გახდეს პირველი პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი ნიდერლანდებში, რომელიც საკუთარ მოთამაშეებს ხელფასს ბიტკოინში გადაუხდის. კლუბის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში, ერედივიზის მხარემ, რომელიც 2020/2021 წლების საფეხბურთო სეზონში მესამე ადგილზე გავიდა, გამოაცხადა კრიპტო ბროკერი Bitcoin Meester, როგორც მისი ექსკლუზიური და ოფიციალური კრიპტოვალუტის პარტნიორი 2024 წლის შუა რიცხვებამდე.

განცხადების თანახმად, გარიგება უკვე შედგა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, AZ Alkmaar დაიწყებს Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას, იქნება ეს ფანებთან ურთიერთობა, სათამშო ინდუსტრია თუ სხვა.

AZ-ის კომერციული დირექტორისთვის, მაიკლ კოსტერისთვის ბიტკოინისა და კრიპტოპოლიტიკის მოხმარება ეჭვგარეშეა და შესაბმისად კლუბიც თანახმაა მის გადაწყვეტილებას დაემორჩილოს.

”კრიპტოვალუტის ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში ყვავის მომხმარებლების ექსპანსიური ზრდა,” – დასძინა კოსტერმა. მან ასევე აღნიშნა, რომ არაკრიპტო სუბიექტები, როგორიცაა საფეხბურთო გუნდები, საჭიროებენ დამკვიდრებული ბაზრის მონაწილეებისგან მითითებებს.

შეგახსენებთ, რომ კრიპტო რეგულაციები, ნიდერლანდების ხელისუფლებაში განხილვის მთავარი თემაა. ცოტა ხნის წინ, ერთმა მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოითხოვა ბიტკოინის სრული აკრძალვა, მაგრამ ეს ერთგვარი მარკეტინგის ნაწილია, როგორც ჩანს, რადგან მომხმარებელთა რაოდენობა აშკარად იზრდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი