ნეპალის სატელეკომუნიკაციო მარეგულირებელმა უბრძანა ქვეყნის ინტერნეტ სერვისის პროვაიდერებს (ISP) დაბლოკონ კრიპტოვალუტით ვაჭრობის ყველა ვებგვერდი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სასამართლოს წინაშე მოუწევთ წარდგენა.
ნეპალის სატელეკომუნიკაციო ორგანომ (NTA) უბრძანა ISP-ებს და ელ.ფოსტის სერვისის პროვაიდერებს აღკვეთონ წვდომა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ საიტებზე, აპებსა თუ ონლაინ ქსელებზე.
მასში ნათქვამია, რომ ციფრული ვალუტით ტრანზაქციები მზარდია ბოლო დღეებში და ხაზგასმით შეახსენა მოსახლეობას, რომ ქვეყანაში კრიპტო ტრანზაქციები უკანონოა.
აპრილში, NTA-მ გამოაქვეყნა მსგავსი გაფრთხილება კრიპტო ვებსაიტებთან დაკავშირებით, სადაც საზოგადოებას სთხოვა, იმ შემთხვევაში თუ მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული უკანონო ვებგვერდების შესახებ ინფორმაცია გააჩნდათ ეცნობებინათ მარეგულირებლისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტა აკრძალულია, Chainalysis-ის სექტემბრის მოხსენებამ აჩვენა, რომ განვითარებადი ბაზრები, ნეპალის ჩათვლით კრიპტოვალუტის დანერგვის წინა პლანზე არიან.
შეგახსენებთ, რომ ნეპალის ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა, კრიპტო ვაჭრობა და მაინინგი უკანონოდ ჯერ კიდევ 2021 წლის სექტემბერში გამოაცხადა. კანონით ისჯება ასევე სხვა ადამიანების წახალისება, რომელიც საზოგადოებას კრიპტოვალუტის გამოყენებისაკენ უბიძგებს.