კრიპტოვალუტის კურსი შემცირებულია

0
2466

სამშაბთას, 25 აგვისტოს ციფრული ვალუტების ბაზარი შემცირებას განიცდიდა. კრიპტოვალუტების უმეტესობამ ფასების კლების ტენდენცია აჩვენა.

ბიტკოინის ფასის მაჩვენებელი 11.300 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათის მანძილზე ბიტკოინის ფასი 3.30%-ით შემცირდა.

ბაზარზე ბიტკოინის წილი კი კვლავ მაღალია და ის 59.3%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კურსმა მცირე რყევები განიცადა. ალტკოინის ფასი 400 დოლარის ქვემოთ მოექცა. ეთერიუმის ფასის მაჩვენებელი ძირითადად 380 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასი მკვეთრად შემცირდა. კურსის კლების პროცენტული მაჩვენებელი კი თითქმის 6%-ზე დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის რიცხვების მიხედვით, 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრის მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 354.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი