მექსიკური სამედიცინო მომსახურების კომპანია სისტემაში Blockchain-ს ნერგავს

0
1011

სამედიცინო მომსახურების კომპანიამ MDS Mexico-მ სწრაფი covid-19 ტესტირების სერვისის დანერგვა დაიწყო, რომელიც შედეგების შენახვისთვის Blockchain ტექნოლოგიას იყენებს.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც ადგილობრივმა მედიასაშუალება iProUP news-მა გაავრცელა, MDS Mexico–მ ციფრული პლატფორმა შექმნა, რომელიც პაციენტებს რეალურ დროში შედეგების ნახვის საშუალებას აძლევს.

შედეგები ასევე ფიზიკურად არის მოწოდებული, ის შეიცავს QR კოდს, რომლის სკანირებაც შესაძლებელია შედეგების გადამოწმების მიზნით, ხოლო პაციენტის ვაქცინაციის ისტორიაზე წვდომა MDS Mexico-ს Blockchain-ით არის შესაძლებელი.

MDS Mexico-მ განაცხადა, რომ მან მიიღო Blockchain-ი კლინიკური ტესტების შედეგების, ასევე პაციენტების პირადი მონაცემების დასაცავად და covid ტესტის შედეგების გაყალბების თავიდან ასაცილებლად.

”უარყოფითი შედეგების გაყალბების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ დავიწყეთ SARS-CoV-2 გამოვლენის ტესტების დამოწმება Blockchain ტექნოლოგიით. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს დაცული ინფორმაცია უნიკალურ QR კოდში, რომლის გადამოწმებაც შესაძლებელია”,- აღნიშნულია MDS Mexico-ს განცხადებაში.

MDS–ის Blockchain-ზე ატვირთული ტესტირების შედეგები ასევე შეიცავს ექიმის ხელმოწერას, რომელიც ტესტის პასუხის დადგენაზე არის პასუხისმგებელი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი