მარშალის კუნძულები ეროვნული ციფრული ვალუტის შექმნაზე აქტიურად მუშაობს

0
1231

მარშალის კუნძულების კრიპტოვალუტის სამუშაო ჯგუფის მრჩეველი ჯოელ ტელპნერი აცხადებს, რომ ქვეყანა ეროვნული ციფრული ვალუტის შექმნაზე აქტიურად მუშაობს.

მედიასთან ინტერვიუს დროს მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პროექტი ჯერ კიდევ არაერთი გამოწვევის წინაშე არის, მაგრამ წინსვლა შეიმჩნევა.

ჯოელ ტელპნერმა აღნიშნა, რომ კუნძულების მთავრობა ამჟამად მე-18 თვის ფაზაში იმყოფება. ”ეს ვადა ციფრული ვალუტის წარდგენის ეტაპობრივ საშუალებას მოგვცემს. ამასთანავე, ინფრასტრუქტურის შესამოწმებლად საჭირო თანხებს განვსაზღვრავთ და ციფრული ვალუტის უსაფრთხოებაში დავრწმუნდებით”,-აღნიშნა მარშალის კუნძულების კრიპტოვალუტის სამუშაო ჯგუფის მრჩეველმა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის სექტემბერში მარშალის კუნძულების მთავრობამ ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. გასული წლის შემოდგომაზე ქვეყნის პარლამენტმა ეროვნული ციფრული ვალუტის შექმნის გეგმა დაამტკიცა.

როგორც ცნობილი გახდა, ეროვნული კრიპტოვალუტის სახელწოდება Sovereign-ი იქნებოდა. მაშინ მედია აქტიურად წერდა, რომ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ციფრული ვალუტა 2019 წლის ბოლომდე უნდა შექმნილიყო. თუმცა პროექტი დღემდე მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი