Argo Blockchain-ი Galaxy Digital-ის სესხის გადახდას აგრძელებს

0
845

Argo Blockchain-ი ბიტკოინის განაღდებას Galaxy Digital-თან დავალიანების გადასახდელ ადაგრძელებს.

კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანია Argo Blockchain-ი აგრძელებს ბიტკოინის ჰოლდინგის გაყიდვის პროცესს, რათა მაიკლ ნოვოგრაცის კრიპტო საინვესტიციო კომპანია Galaxy Digital-ის მიმართ დავალიანების ოდენობა შემაციროს.

“Argo-მ ივლისში გაყიდა კიდევ 887 ბიტკოინი, რათა შეამციროს ვალდებულებები ბიტკოინით მხარდაჭერილი სასესხო ხელშეკრულებით Galaxy Digital-თან”,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

გაყიდვის დროს ბიტკოინის საშუალო ფასი 22,670 დოლარს შეადგენდა, რამაც კომპანიას 20.1 მილიონი დოლარი მოუტანა. აღნიშნული თანხა 2022 წელს აღებული 50 მილიონ დოლარიანი სესხის მნიშვნელოვან ნაწილს დაფარავს. 2022 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, Argo-ს აღნიშნული სესხის მხოლოდ მცირე ნაწილი 6.72 მილიონი დოლარი ჰქონდა გადახდილი.

კომპანიამ ბოლო გაყიდვამდე ცოტა ხნით ადრე კიდევ 637 ერთეული ბიტკოინი გაყიდა და ბიტკოინით უზრუნველყოფილი სესხიდან მხოლოდ 22 მილიონი დავალიანება დარჩა.

მიუხედავად ამისა, Argo Blockchain-ი კვლავ აგრძლებეს ბიტკოინის მნიშვნელოვანი ნაწილის შენახვას. გასული კვირის მონაცემებით მას ჯერ კიდევ მარაგში აქვს 1295 ერთეული ბიტკოინი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი