მარკ მობიუსი: ბიტკოინი ოქროთი უნდა გამყარდეს

0
1283

ანალიტიკოსი მარკ მობიუსი მიიჩნევს, რომ ბიტკოინს ოქროთი გამყარება სჭირდება.

ციფრული ვალუტის რისკებთან დაკავშირებით მობიუსი შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ კრიპტოვალუტის მიღმა კიდევ რაიმე უნდა არსებობდეს.

როდესაც CNBC–ს ჟურნალისტმა მარკ მობიუს ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა იგი, რომ ბიტკოინს აქვს ღირებულება, ცნობილმა ინვესტორმა თავიდან აიცილა კითხვაზე პასუხის გაცემა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სამყაროს ნამდვილად სჭირდება კრიპტოვალუტა, რომელიც ოქროთი იქნება მხარდაჭერილი.

“თუ არსებობს კრიპტოვალუტა, რომელსაც ნამდვილად არის ოქროთი გამყარებული არსებობს მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეთანხმება და ეს შეიძლება იყოს საკმაოდ საინტერესო”,- განაცხადა მარკ მობიუსმა.

შეგახსენებთ, რომ Dallas Mavericks– ის პროფესიონალური საკალათბურთო გუნდის მფლობელმა, მარკ კუბანმა ცოტა ხნის წინ, განაცხადა, რომ მას სძულს ოქრო, როგორც ინვესტიცია. თუმცა მიიჩნევს, რომ ბიტკოინი ძალიან ჰგავს ოქროს.

“ორივეს ღირებულება დაფუძნებულია მიწოდებასა და მოთხოვნაზე. კარგი ამბავი ბიტკოინის შესახებ კი ის არის, რომ ოდესმე საბოლოო მარაგიც გვექნება”,- აღნიშნა მარკ კუბანმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი