ალტკოინების კურსი ისევ კლებას განიცდის

0
1600

ეთერიუმის კურსი ბოლო რამდენიმე დღეა 100 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. გუშინ, ალტკოინზე ვაჭრობა 94 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასის ნიშნული 96 დოლარს შეადგენდა. კურსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 90 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ეთერიუმზე ვაჭრობა 91 დოლარზე დაიხურა.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამ ეტაპზე ეთერიუმი ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობაში. ექსპერტები დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ და ინვესტორებს მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

ეთერიუმის მსგავსად ფასის კლების ტენდენციას განიცდის მონეროც. 6 დეკემბერს კრიპტოვალუტა 50 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა და მას შემდეგ 40 დოლარის ფარგლებში მერყეობს. 10 დეკემბერს ალტკოინზე ვაჭრობა 47 დოლარზე გაიხსნა. 48 დოლარი იყო დღის მანძილზე დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული. მონეროს კურსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 44 დოლარზე დაფიქსირდა, რომელზეც დღის ბოლოს ვაჭრობაც დაიხურა.

ამ ეტაპზე ექსპერტები ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი