მალტას მარეგულირებელი კრიპტო კომპანიებზე მონიტორინგს იწყებს

0
1406

მალტას ფინანსური სერვისების უწყება ახლახანს გამოქვეყნებულ სტრატეგიულ გეგმაში აცხადებს, რომ აქტიურად დააკვირდება კრიპტოვალუტის კომპანიებთან დაკავშირებულ რისკებს.

კრიპტო ფირმების მონიტორინგი კრიპტო დანაშაულის თავიდან ასაცილებლად ჩატარდება.

გუშინ ქვეყნის მარეგულირებელმა გამოაქვეყნა სამწლიანი სტრატეგიული გეგმა, რომელშიც ნათქვამია, რომ მალტის ფინანსური მარეგულირებელი გარკვეული მიდგომის მოდერნიზაციას შეეცდება. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ინდუსტრიის განვითარებას.

მარეგულირებელმა განაცხადა, რომ იგი ფინანსური დაზვერვის ანალიზის განყოფილებასთან და სხვა ეროვნულ და საერთაშორისო უწყებენთან მჭიდროთ ითანამშრომლებს, მათ შორის მალტის ციფრული ინოვაციების ორგანოს ჩათვლით.

”მიუხედავად იმისა, რომ მალტამ გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯები Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის რეგულაციის მიმართულებით, ჩვენ გვესმის, რომ ასეთი ინოვაციები წარმოადგენს გამოწვევებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საკითხში”,- აღნიშნული იყო ქვეყნის მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ, ცოტა ხნის წინ, მალტას ფინანსურმა სამსახურმა მოსახლეობა გლობალური თავდასხმის შესახებ გააფრთხილა. მარეგულირებლის განცხადებით, მოსალოდნელი იყო კრიპტო თაღლითური გარიგებების მომრავლება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი