მალტის უნივერსიტეტი Blockchain-ის სასტიპენდიო ფონდს ქმნის

0
2963

მალტის უნივერსიტეტი პარტნიორობას იწყებს მალტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სააგენტოსთან, რათა შეიქმნას Blockchain და ლეჯერ ტექნოლოგიების სასტიპენდიო ფონდი. სასსტიპენდიო ფონდის ღირებულება 300.000 ევრო არის.

ამის შესახებ მედია საშუალება Times of Malta იუწყება.

ახალი სასტიპენდიო პროგრამა მიზნად ისახავს იმას, რომ სტუდენტებისთვის, რომლბიც სწავლობენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, სამართალს, ფინანსებსა და საინჟინრო ტექნოლოგიებს მათ საშუალება მიეცეთ განვითარდნენ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების კუთხით.

სტუდენტებს შეუძლიათ გამოიყენონ მიღებული სტიპენდიები მაგისტრატურისა და სადოქტორო კვლევითი დისერტაციის დაცვის მიზნით.

ამ გადაწყვტილების მიზანია მალტაზე მოხდეს Blockchain კომპანიების მოზიდვა და ადგილობრივ დონეზე საკმარისი პერსონალით უზრუნველყოფა.

სილვიო შემბერიმ, ციფრული ეკონომიკის საპარლამენტო მდივანმა, განაცხადა, რომ მას სურს იხილოს მალტის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, თუ როგორ დაიკავებენ მნიშვნელოვან პოზიციებს ამ სფეროში.

“ამ კომპანიებს სჭირდებათ ტექნიკური რესურსი. ასევე ფინანსური, სამართლებლივი და მენეჯერული მომსახურეობა”,- აღნიშნა სივლიო შემბერიმ.

უნივერსიტეტის რექტორმა ალფრედ ველამ განაცხადა, რომ უნივერსიტეტი გეგმავს ლეჯერ ტექნოლოგიების, Blockchain-ის, ციფრული ვალუტის, ხელოვნური ინტელექტის, fintech-ისა და სამართლის, ფინანსების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განვითარებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი