ჰენრი არსლანიანი: 2019 წელს კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში ბევრი ინსტიტუციონალური მოთამაშე შევა

0
2048

კრიპტო და fintech კომპანია PricewaterhouseCoopers-ის ჰონგ-კონგის ფილიალის ხელმძღვანელი ჰენრი არსლანიანი აცხადებს, რომ 2019 წელს ციფრული ვალუტის ინდუსტრიაში ბევრი ინსტიტუციონალური მოთამაშე შევა.

ჰენრი არსლანიანმა ეს მოსაზრება Bloomberg-თან ინტერვიუს დროს გააჟღერა.

კითხვაზე, თუ რა ბედი ეწეოდა მომავალ წელს კრიპტოვალუტის ბაზარს არსლანიანმა განაცხადა, რომ 2019 წელს კრიპტო ეკოსისტემა გაძლიერდება.

მან ასევე განაცხადა, რომ 2019 წელს ამ წელთან შედარებით მარეგულირებელი სტრუქტურების მოთხოვნები უფრო ნათელი გახდება.

ჰენრი არსლანიანმა ასევე აღნიშნა, რომ იგი კრიპტო სივრცეში მსხვილი ბანკების შესვლას ელოდება. მისი აზრით, ინსტიტუციონალური ინვესტორების აქტიური მონაწილეობა ციფრული ვალუტის ინდუსტრიაში კრიპტოვალუტის ბაზრისთვის მხოლოდ პოზიტივის მომტანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც Wall Street-ის უმსხვილესი კომპანიები კრიპტოვალუტის ბიზნესით 2019 წელს უფრო მეტად დაინტერესდებიან.

BitMEX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არტურ ჰეისმა კი განაცხადა, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან ბიტკოინით დაინტერესების შემთხვევაში კრიპტოვალუტის ფასი გაიზრდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი