ქსელური მონაცემების ანალიტკურმა ფირმა Glassnode-მა გამოაქვეყნა მონაცემები, სადაც ჩანს, რომ მაინერების მხრიდან პროდუქციის გაყიდვის აქტიურმა პერიოდმა ჩაიარა, ინვესტორები კი მოგებას იღებენ.
აღნიშნულის მიზეზი შესაძლოა, Tesla-ს მიერ შეძენილი დიდი რაოდენობის ბიტკოინია.
როგორც ჩანს, მაინერებიც დაფიქრდნენ გრელვადიან მოგებაზე და გადაწყვიტეს, თუ Tesla ენდობა ბიტკოინს მათაც უღირთ მისი შენახვა გრძელვადიანი მიზნებისათვის.
შესაბამისად, მათ მიერ აუქციონზე გამოტანილი ბიტკოინები მხოლოდ ხარჯების დასაფარადაა განკუთვნილი.
აღნიშნულის დამადასტურებელი მონაცემები Glassnode–ის ანგარიშში ნათლადაა წარმოდგენილი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მაინერებისაგან განსხვავებით ისინი მიმდინარე პერიოდს აქტიური მოგებებისათვის იყენებენ.
მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს ინვესტიციამ აჟიოტაჟი გამოიწვია რამდენიმე დღის შემდეგ სიტუაცია მიწყნარდა, მაგრამ ბიტკოინმა კურსის მკვეთრი ცვლილება აჩვენა.
როგორც ჩანს, ილონ მასკის ქმედება მიზანმიმართულად ემსახურებოდა სხვა ინვესტორების დაინტერესებასა და ციფრული ვალუტის ფასის ზრდას, რადგან ბიტკოინი ახლაც განაგრძობს კურსის გაუმჯობესებას.