ირანის იმპორტის ასოციაცია კრიპტო რეგულაციის სიცხადეს მოითხოვს

0
806

ირანის იმპორტის ასოციაცია საგარეო ვაჭრობაში კრიპტოვალუტის გამოყენებისთვის რეგულაციის სიცხადეს მოითხოვს.

მას შემდეგ რაც, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე სანქცირებულმა ქვეყანა – ირანმა პირველად განახორციელა საერთაშორისო ტრანზაქცია კრიპტოვალუტაში დიდი ხნის შემდეგ, ადგილობრივი იმპორტიორები მიუთითებენ საგადასახადო რეგულაციების აუცილებლობაზე, რათა შეძლონ მომავალშიც კრიპტოვალუტით ვაჭრობის გაგრძლეება.

აღნიშნულ საკითხზე ირანის იმპორტიორთა ჯგუფის ხელმძღვანელმა და უცხოური კომპანიების წარმომადგენლმა (იმპორტის ასოციაცია), ალირეზა მანაღებმა ისაუბრა, რომელიც ხაზსს უსვამს, რომ სტაბილური რეგულაციები და ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მომზადებული, რათა შეძლოს იმპორტისთვის კრიპტოვალუტების წარმატებით გამოყენება.

„საკითხავია, შეიმუშავა თუ არა მთავრობამ თანმიმდევრული რეგულაციები კრიპტოვალუტის გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან არის საფრთხე იმისა, რომ არსებული პრეცენდენტი ორ თვეში შეიცვლება და ამ სფეროში მოქმედი ბიზნესმენები დაზარალდებიან”,- აღნიშნა ირანის იმპორტიორთა ჯგუფის ხელმძღვანელმა.

მან ასევე წამოჭრა საკითხი, რომელმაც გააჩინა ეჭვი, რომ იმპორტისთვის კრიპტოვალუტების ოფიციალურმა გამოყენებამ შესაძლოა, დაასრულოს დოლარის დომინირება ირანის ბაზარზე. ალირეზა მანაღებმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადახდის ახალმა მეთოდმა შეიძლება გამოიწვიოს რენტაბელური ბიზნეს ჯგუფების გაჩენა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი