კრიპტოვალუტის კომპანია Blockstream-მა და Block Inc.-მა (ყოფილი Square) ტექსასში მზის ენერგიაზე მომუშავე ბიტკოინის მაინინგ ობიექტის მშენებლობის შესახებ განაცხადეს.
Blockstream-ის განცხადებით, მაინინგის ობიექტები ტესლას მზის ფოტოელექტრული უჯრედების მასივის 3,8 მეგავატის (მგვტ) ელექტრო სიმძლავრით და 12 მეგავატიანი Megapack-ით იქნება აღჭურვილი.
Tesla Energy-ს მიერ წარმოებული Megapack-ი არის ძლიერი ლითიუმ-იონური ბატარეა, რომელიც ენერგიის შენახვას და შემდგომში მის მხარდაჭერას უზრუნველყოფს. საწარმოს მიზანი ნულოვანი ემისიის მქონე ბიტკოინის მაინინგის ექსპლუატაციის მიზანშეწონილობის გამოკვლევაა.
Blockstream-მა და Block-მა პროექტზე თანამშრომლობა გასული წლის ივნისში დაიწყეს, რა დროსაც Block-ი 5 მილიონიანი ინვესტიციის გაკეთებას დასთნხმდა.
როგორც ცნობილია, პროგრამა 24/7-ზე იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერ ბრაუზერიდან და სატესტო რეჟიმში დააკვირდება ისეთ მონაცემებს, როგორიცაა სიმძლავრის გამომუშავება, მოპოვებული ბიტკოინის რაოდენობა, შენახვის ეფექტურობა, ჯამური მუშაობა, ხარჯები, ინვესტიციის დაბრუნება და ა.შ.