ლიეტუვას ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის პროექტზე მუშაობს

0
1444

ლიეტუვას ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ Blockchain-ზე დაფუძნებული ციფრული ვალუტის გამოშვებას გეგმავს. პროექტის სავარაუდო თარიღი 2020 წელია.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, მონეტა მიეძღვნება ლიეტუვას დამოუკიდებლობის აქტს, 1918 წლის 16 თებერვლის მოვლენას. აქტის წლის პატივსაცემად, მონეტას 19,18 ევროს ღირებულება ექნება.

ლიეტუვას ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრის, მარიუს ურგილასის აზრით, ეს პროექტი ერთგვარი წახალისება იქნება ახალგაზრდებისთვისაც, რადგანაც ისინი მარტივად ახდენენ ინტეგრირებას ახალ, ციფრულ ტექნოლოგიებთან.

2019 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა ციფრული ვალუტის ახალ მარეგულირებელ წესებზე მუშაობდა. ახალი წესების მიხედვით, კრიპტოვალუტით განხორციელებული ტრანზაქციების დროს აუცილებელი იყო კლიენტების ვინაობის დადასტურება.

უნდა აღინიშნოს, რომ რეგულაცია ევროკავშირის მიერ დაკისრებული ვალდებულების ნაწილია, რომელიც ლიეტუვას ფინანსთა სამინისტრომ უნდა განახორციელოს.

მას შემდეგ, რაც წესები ამოქმედდება, 1,000 დოლარის ღირებულების ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც კრიპტოვალუტით განხროციელდება რეგულაციით გათვალისწინებული წესების დაცვით უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრანზაქცია უკანონოდ გამოცხადდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი