კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1402

კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირდა.

ბიტკოინი

ბოლო ორი დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 7.085 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. თუმცა კვირას, დღის მეორე ნახევარში ფასის შემცირების შემდეგ ზრდის ტენდენციაც დაფიქსირდა. ბიტკოინის კურსი 7.110 დოლარზე დაფიქსირდა.

ანალიტიკოსების მოსაზრების თანახმად, თუკი კრიპტოვალუტის ფასი ზრდას განაგრძობს შესაძლოა, კურსი 10.360 დოლარზე დაბრუნდეს.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი კლებას განაგრძობს მომდევნო ნიშნული 6.512 დოლარი იქნება.

ამ ეტაპზე ექსპერტები ვაჭრობას არ რეკომენდირებენ.

ეთერიუმი

ბოლო რამდენიმე დღეა კრიპტოვალუტის კურსი 143 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. თუკი ალტკოინის კურსი გაიზრდება მომდევნო დონე 151 დოლარი იქნება.

ფასის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში ეთერიუმს აქვს შანსი, რომ კურსმა 173 დოლარის ნიშნული დაიკავოს.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ფასი დაიკლებს მომდევნო დონე 131 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის ზრდის დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

რიპლი

კვირას რიპლის კურსი 0.22 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. თუკი კრიპტოვალუტის კურსი ზრდას დაიწყებს მომდევნო დონე 0.24 დოლარი იქნება.

თუმცა არსებობს ფასის კლების ტენდენციაც. ასეთ დროს მოსალოდნელია, რომ კურსი 0.20 დოლარის პოზიციაზე აღმოჩნდეს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მომატებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის კურსი 206 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. თუკი კრიპტოვალუტა ზრდას დაიწყებს მომდევნო დონე 227 დოლარი იქნება.

კურსის კიდევ უფრო გაზრდის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ალტკოინის დონემ 306 დოლარს მიაღწიოს.

თუმცა არსებობს ფასის კლების ტენდენციაც, რა დროსაც მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსი 192 დოლარის ნიშნულზე აღმოჩნდეს.

ამ ეტაპზე ექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას არ ურჩევენ.

ლაიტკოინი

15 დეკემბერს ლაიტკოინის კურსი 43 დოლარს შეადგენდა. თუკი კრიპტოვალუტამ ზრდის ტენდენცია აჩვენა მოსალოდნელია, რომ ფასი 50 დოლარამდე გაიზარდოს.

იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის კურსმა კლების ტენდენცია აჩვენა შემდეგი დონე 40 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მატებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი