ივლისის თვეში ლიეტუვას ცენტრალური ბანკი ციფრულ ვალუტას გამოუშვებს

0
1597

ლიეტუვა შესაძლოა, გახდეს ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომლის ცენტრალური ბანკიც საკუთარ ციფრულ ვალუტას გამოსცემს.

ქვეყნის ცენტრალური ბანკი 9 ივლისს ციფრული ვალუტის პრისეილს გააკეთებს. კრიპტოვალუტის სახელწოდება LBCOIN-ი იქნება.

”ჩვენ მას წინასწარ ყიდვას ვუწოდებთ, რადგან მყიდველებს წინასწარ სთხოვენ დარეგისტრირებას, რადგან დრო სჭირდება უსაფრთოხების პარამეტრის “იცნობდე შენს მომხმარებელს” დაკმაყოფილებას”,- აღნიშნა მედიასთან საუბრის დროს ქვეყნის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა.

2019 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა ციფრული ვალუტის ახალ მარეგულირებელ წესებზე მუშაობდა. ახალი წესების მიხედვით, კრიპტოვალუტით განხორციელებული ტრანზაქციების დროს აუცილებელი იყო კლიენტების ვინაობის დადასტურება.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, 23 ივლისიდან მონეტას ბანკი ოფიციალურად გამოსცემს.

LBCOIN-ი ლიეტუვას ცენტრალური ბანკის მიერ იქნება გამოშვებული და Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული. წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, თავდაპირველად 24,000 LBCOIN გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ ნიშანზე გამოსახული იქნება ლიეტუვას 20 ისტორიული პირი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც 1918 წლის დამოუკიდებლობის დეკლარციას ხელი მოაწერეს. ისტორიული პირები ექვს ჯგუფად იყოფა: მღვდლები, პრეზიდენტები, დიპლომატები, მრეწველები, აკადემიკოსები და მუნიციპალური მსახურები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი