ჩინეთის ციფრული იუანის მაინერებმა 300 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს

0
1219

ჩინეთის ციფრული იუანის საპილოტე პროგრამა სიჩქარეს ზრდის.

“ბლუმბერგი” იტყობინება, რომ ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა fintech კვირეულზე განაცხადა ახალი საპილოტე პროგრამის მიღწევების შესახებ.

ბანკის მმართველმა განაცხადა, რომ ციფრული იუანის მაინერებმა ჯამურად 2 მილიარდ იანზე მეტი გამოიმუშავეს, რაც დაახლოებით 300 მილიონი ამერიკული დოლარია.

მაინერებს ხელს უწყობდა ის გარემობეაც, რომ ისინი შეუფერხებლად მუშაობდნენ ბიტკოინის ტესტირებაზე 4 მსხვილ ქალაქში.

ციფრული გადახდის მეთოდებზე მოთხოვნის ზრდამ კორონავირუსის პანდემიის ფონზე მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა ცენტრალურ ბანკებს, რადგან ისინი ცდილობენ მომხმარებლის უსაფრთხოება ისეთივე და უფრო მეტად დაცული იყოს როგორც პანდემიამდე.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ fintech კომპანიებს აქვთ რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა კომერციულ ბანკებთან შედარებით, მომხმარებელთა ბაზის შექმნისა და რისკების მართვის თვალსაზრისით.

სწორედ ამიტომ საჭირო გახდა ახალი საპილოტე პლატფორმების დანერგვა და უსაფრთხოების სისტემის შემუშავება. ახალი პროექტი მიმდინარეობდა შენჟენში, ჩენგდუში, სუჟოუში და სიონგანგში.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის გაფართოვება უახლოეს მომავალში მოხდება 9 ქალაქამდე და მოიცავს ჰონკონგსაც და მაკაოსაც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი